პოლიტიკა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება

 

პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ, 4 თებერვალს გაიხსნება. კონსტიტუციის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. 

პარლამენტის საშემოდგომო სესია 2019 წლის 20 დეკემბერს დაიხურა. საშემოდგომო სესიები ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში მიმდინარეობდა. ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც საკანონმდებლო ორგანომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. სესიები საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

 

Print