პოლიტიკა
"ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს, ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?! - რევაზ არველაძე

 

"შიმშილია, როცა გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება, რადგან ვერ მიიღო საჭმელი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა რევაზ არველაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ქუჩაში ბავშვები შემწეობას შიმშილის გამო არ ითხოვენ.

"ქუჩაში რასაც ვხედავ, ეს სულაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად შიმშილობს ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენც იცით, გარკვეულ ბიზნესადაა გადაქცეული ბავშვების მათხოვრობა.ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს თქვენ ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?!

დეპუტატი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია და გაჭირვება ოპოზიციის ბრალია.

"ოპოზიცია, ჩემი გაგებით, ის არის სარკეში რომ ჩაიხედავ და შენს ნაკლოვანებებს დაინახავ. ოპოზიცია უნდა გეხმარებოდეს, რომ ქვეყანა კარგად მართო. ოპოზიციის ბრალი არის ის, რომ 2012-2013 წლიდან მოყოლებული მუდმივად კონგრესმენებისა და სენატორების ჩათვლით, ალანძღინებენ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არის რუსეთის დასმული და მათი ნდობა არ შეიძლება. გახადეს მომეტებული რისკის ქვეყანა, აღარავის აღარ უნდა ინვესტიციებით შემოსვლა, გარკვეული წილი ხელისუფლებისაცაა. ის ვერ მართავს ისე, როგორც უნდა მართავდეს. საკვანძო თანამდებობებზე არსად არ უნდა დარჩენილიყვნენ ესენი, რომლებიც ხელისშემშლელები არიან",
- განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ უხუცესმა დეპუტატმა ოთხ თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

„ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ... მე ვერ ვიჯერებ, თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა", - განაცხადა არველაძემ.


Print