პოლიტიკა
"ნაბიჯი პოლიტიკური იზოლაციისკენ" - უგულავას დაკავებას ახალციხეში ეხმაურებიან

 

„ძალაუფლების დაკარგვის შიშისგან გამოწვეული ქმედებები“ - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას დაკავება ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. გელა დემეტრაძემ „მეცხრე არხთან“ განაცხადა, რომ უგულავა პოლიტიკური პატიმარია და შესაძლოა, ხელისუფლებამ სხვა პოლიტიკური ლიდერებიც დაიჭიროს, თუმცა ეს ნაბიჯები „ქართულ ოცნებას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც ძვირად დაუჯდება.

 


Print