პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილს მატროსოვის ციხესთან სამცხე-ჯავახეთიდან დაელოდებიან
ვანო მერაბიშვილს მატროსოვის ციხესთან დილიდან დაელოდებიან ბორჯომისა და ჯავახეთის ოპოზიციის წარმომადგენლები. რეგიონიდან ნაწილი უკვე გაემგზავრა დედაქალაქში, ნაწილი კი დილიდან აპირებს წასვლას. 

ბორჯომში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვახო ქვათაძე ამბობს, რომ თბილისში წასვლა ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რადგან ,,არ ვიცით ზუსტად როდის გამოუშვებენ, რადგან შეიძლება ახლაც, 12 საათს რომ გადაცდება გაათავისუფლონ. ველოდებით, თუ ღამე არ გამოუშვებენ, ცხადია დილით დავხვდებით"-ამბობს ვახო ქვათაძე.

რაც შეეხება ჯავახეთს, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ჯავახეთში ამბობს, რომ მატროსოვის ციხესთან დილიდან უამრავი ხალხი მოიყრის თავს და დაელოდებიან ვანო მერაბიშვილის გამოსვლას.

,,ვანო იყო და არის პოლიტპატიმარი, ეს სტრასბურგმაც აღნიშნა და მთელი ამ ხნის განმავლობაში უკანონო პატიმარი იყო. რაც შეეხება წასვლას, ორგანიზებას არ ვუწევთ, მაგრამ დილიდან ციხესთან უკვე ბევრნი დავხვდებით" - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.
Print