პოლიტიკა
კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა - საგარეო სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერშეტების ობიექტები იყო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლო სისტემა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებ-გვერდები, სერვერები და დაცვითი სისტემები.

სამინისტროს ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

,,აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ერონული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების და სხვა ორგანიზაციების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას”,
– განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ლატვიის, ავსტრალიის, უკრაინის, კანადის, ნიდერლანდების, რუმინეთის, ისლანდიის და მონტენეგროს საელჩოებმა და საგარეო უწყებებმა. საქართველოს მეგობარი ქვეყნები გმობენ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას.

კიბერშეტევის ობიექტები გახდნენ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი სხვადასხვა საზოგადოებრივი, მედია თუ კერძო ორგანიზაციები.

კიბერშეტევის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
Print