პოლიტიკა
„რაბათი ჩემი მესამე შვილია, ძალიან მომენატრა", - რაზე ისაუბრა მერაბიშვილმა ახალციხეში
„რაბათი ჩემი მესამე შვილია, ძალიან მომენატრა და ნახვა მინდოდა, ჩემს შვილსაც ვანახე“, - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა „ახალციხის ციხის“ მონახულების შემდეგ გააკეთა. ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა კომპლექსის ქვედა, უფასო ნაწილი შვილთან, მეგობრებთან "ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს“ წევრებთან ერთად დაათვალიერა. ის ტურისტული ობიექტის მუშაობით და განვითარებით, ასევე საოჯახო სასტუმროებით დაინტერესდა.

„კომპლექსს აქვს სტაბილური შემოსავალი და ამით სარგებლობს არა მარტო კომპლექსი, არამედ ქალაქის მოსახლეობა. მოსახლეობას ბინები კაფეებად, სასტუმროებად აქვთ გადაკეთებული და ჩვენს მოქალაქეებს ამით გარკვეული შემოსავალი აქვთ. ამის ბაზაზე ვითარდება სხვა ბიზნესები“, - განაცხადა მერაბიშვილმა. ის მეგობრებს შეპირდა, რომ ახალციხეს გრძელვადიანი ვიზიტით მოგვიანებით ეწვევა.

„მოხარულები ვართ, რომ ახალციხეს და რაბათს ესტუმრა. სამწუხაროა, რომ რაბათის განვითარების მეორე ეტაპი არ განხორციელდა. მაგრამ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა და ციხე მიიღებს იმ სახეს, რომელიც იყო ჩაფიქრებული“,
- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ტარიელ ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 21 თებერვალს ჯერ მშობლების სახლში მივიდა, შემდეგ კი „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა.

ახალციხეში მერაბიშვილის ვიზიტის შესახებ წაიკითხეთ:

ვანო მერაბიშვილმა მშობლები და ახალციხის ციხე მოინახულა

Print