პოლიტიკა
,,არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვისაა კარგი, განსაკუთრებით - მთავრობისთვის" - ადამ კიზინგერი
"მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს,"- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუს დროს საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

,,არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვისაა კარგი, განსაკუთრებით - მთავრობისთვის. თუ არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თუ დემოკრატია მარცხს განიცდის, ეს არავის მოუტანს სარგებელს, რუსეთის გარდა" - განაცხადა ადამ კიზინგერმა.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს აშშ, თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროგრესი არ მიიღწევა, კინზინგერმა უპასუხა, რომ შტატების ქმედება "ბევრისთვის მოულოდნელი იქნება."

,,ვფიქრობ, ის, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ (შეერთებულ შტატებში) გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის თუ რა მოხდება საქართველოში და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად”, – განაცხადა კინზინგერმა.
Print