პოლიტიკა
დაკავებული ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს მოადგილეები შეასრულებენ
ბორჯომის მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს. დავით ზაალიშვილმა დღეიდან მუშაობა აღნიშნული სტატუსით ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილება გადაიბარა ოთარ არბოლიშვილმაც. ეს უკანასკნელი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს დროებით. borjomi.tv - ის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ლევან ლიპარტიასა და გიორგი გოგიჩაიშვილის გარეშე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ბორ
შეგახსენებთ, 28 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა სასამართლოში ერთ თვეში გაგრძელდება, მომდევნო პროცესი აპრილშია ჩანიშნული.

Print