პოლიტიკა
,,მომავალ კვირას ვარძიის კომპლექსის დეზინფექცირება მოხდება" - შალვა ბერძენიშვილი
საკოორდინაციო საბჭო სამცხე-ჯავახეთში, ძირითადად, შენობა-ნაგებობების დეზინფექციის, საზღვარგარეთიდან შემოსული მოქალაქეების და სატვირთო გადაზიდვების შესახებ ინფორმაციას აჯამებს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობაში ერთხელ უკვე ჩატარდა დეზინფექცია. მხარის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ 16 მარტამდე, სკოლებისა და ბაღების დეზინფექცია მეორედ მოხდება.

დეზინფექცია ჩაუტარდა კულტურულ დაწესებულებებსა და ტურისტულ ადგილებს. რაბათში, ახალციხის ციხე სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, მომავალ კვირაში იგეგმება ვარძიის კომპლექსის დეზინფექცირება.

Print