,,პატიმრებს ბოთლზე სვამდი" – ბრალდებისთვის დეპუტატი ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივის
15:36 / 11.12.2015
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თოქ–შოუ „დიალოგში“ გაკეთებული
განცხადების გამო, ჯიმშერ გოგოლაური ქალაქის მერს პროკურატურაში
უჩივის. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ საკრებულოს
დეპუტატის განცხადებით, გადაცემაში გიორგი კოპაძემ, მას ბრალი დასდო,
რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან
სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა. ჯიმშერ
გოგოლაური ამბობს, რომ ქალაქის მერისგან მის მიმართ, მსგავსი ბრალდება
უკვე მეორედ გაისმა. იგი აღნიშნული საკითხით ძალოვანი უწყების
დაინტერესებასა და გიორგი კოპაძის პასუხისმგებლობის საკითხის
დაყენებას მოითხოვს. როგორც გოგოლაურმა „მეცხრე არხთან“ განაცხადა,
კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის და პროკურატურას საჩივრით მიმართავს.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და ქალაქის
მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს, გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ
ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა.