პოლიტიკა
ასპინძის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის. 

მოქალაქეთა მისაღებში პრევენციის მიზნით მოეწყობა დეზობარიერები, განთავსდება სპეციალური აღჭურვილობა და დისპანსერები სადეზინფექციო ხსნარით.

"მოქალაქეებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა სატელეფონო კომუნიკაციით გაეწევათ სხვადასხვა სახის მომსახურება, მათ შორის შეეძლებათ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობა. ასევე, მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, როგორც თანამშრომელთა სამუშაო ოთახების ისე, მოქალაქეთა მისაღების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

Print