პოლიტიკა
პრობაციონერები 15 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან - იუსტიციის მინისტრი
პრობაციონერებს 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან ვათავისუფლებთ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს, დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით ყველანი პრობაციის ბიუროში გამოცხადებისაგან გათავისუფლებული ხართ. ეს ნიშნავს, რომ პრობაციის ოფიცერთან, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები გაუქმებულია. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ არგამოცხადებას არ მოჰყვება“, - განმარტა წულუკიანმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print