პოლიტიკა
დონალდ ტრამპმა ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

ეს თანხა ცალკეული შტატებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა დასახმარებლად დაიხარჯება. ტრამპის განკარგულება, ასევე, იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში ახალი საავადმყოფოები აშენდეს და დაფინანსდეს სამედიცინო კვლევები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

დონალდ ტრამპმა, ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით, ავიარეისებზე შეზღუდვებიც დააწესა.

ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევები ამერიკის 50 შტატიდან 42-შია დაფიქსირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2053-ია, დაიღუპულია 41 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ტრამპმა შენგენის 26 ქვეყნის მოლაქეებს ამერიკაში ჩასვლა აუკრძალა
.
Print