პოლიტიკა
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი დაამტკიცა

 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გამოცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი ბრძანება და დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ საანგებო პლენარულ სხდომას დაესწრო და აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამაც.

პარლამენტმა ასევე დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გაცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები ეზღუდებათ. დღეიდან დახურულ ტერიტორიებზე, მათ შორის ვერც მაღაზიებში ერთდროულად 10-ზე მეტი პირი ვერ შევა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებზეც და დაუშვებელი ხდება, ტაძრებში ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა.

დამტკიცებული დეკრეტის მიხედვით, იზღუდება კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლების, გადაადგილების და მიმოსვლის, შრომის თავისუფლების, საჯარო სერვისების მიწოდების, საკუთრების, გაფიცვის, მეწარმეობის და სხვა უფლებები.

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

 

Print E-mail
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 6 °C
img
თბილისი 11 °C
img
აბასთუმანი 2 °C
img
ბაკურიანი 0 °C
img
ნინოწმინდა 2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
RUB
RUB
100
4.1072
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
AMD
AMD
1000
6.3104
კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.