პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში იქნება - გიგი უგულავა

 

„ვანო მერაბიშვილი საბოლოო ჯამში პარტიულად ნაციონალურ მოძრაობაში იქნება“, - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე - ისაუბრა თუ არა ვანო მერაბიშვილთან მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ, გიგი უგულავამ უპასუხა, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.

"როგორი ფორმით, რანაირად - ეს ნაციონალების საქმეა. ჩვენ მეგობრები ვართ ვარდების რევოლუციიდან კი არა, 98 წლიდან. რამე საიდუმლო გავეცი? მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, - თქვა უგულავამ. 

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო ., დატოვა.

 

Print