პოლიტიკა
დეპუტატების და რწმუნებულების ნაწილი საწვავის გარეშეა დარჩენილი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 19 წარმომადგენლიდან, საწვავის ყოველთვიურ, 100ლიტრიან ბარათს, ნაწილი ვერ იღებს. ოთხი რწმუნებულიდან ნაწილს მართვის მოწმობა არ აქვს, ნაწილს კი ავტომობილი არ ჰყავს. ეს კი, საწვავის მისაღებად, მთავარი პირობაა.

საწვავის გარეშე დარჩენილია საკრებულოს ორი დეპუტატიც - ბონდო ტალახაძე და თამარ გოგოლაძე. თანამდებობის პირი 17 დეპუტატისთვის თვეში 150-200 ლიტრი საწვავია გათვალისწინებული.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მეორედ დააყენეს. დეპუტატები ამბობენ, რომ ამის გამო, საწვავის გარეშე დარჩენილ პირებს დიდი მანძილის გავლა ფეხით უწევთ. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის დროს გახდა, რადგან წარმომადგენლებს სოფლებში გადაადგილება ხშირად უწევდათ.
დეპუტატებმა მერიას მიმართეს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს.

Print