პოლიტიკა
ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები პრივილეგიებით ხომ არ სარგებლობენ?

 

გაერთიანებული ოპოზიცია ახალციხეში საკარანტინე ზონის წესების სავარაუდო დარღვევის ფაქტს გამოეხმაურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა სანდროშვილმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატის, კობა გელაშვილის ოჯახის ახლობლებმა საკარანტინე სივრცე უნებართვოდ დატოვეს. ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, პასუხი უნდა აგოს იზოლირებული სივრცის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ.

Print