პოლიტიკა
რამდენი დეპუტატი ეყოლება სამცხე-ჯავახეთს პარლამენტში ახალი კანონპროექტის მიხედვით
თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების განაწილება შემდეგია:

კახეთში - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები);

ქვემო ქართლი - 3 ოლქი (ერთში გაერთიანდება რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები, მეორეში - მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, მესამეში - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები);

შიდა ქართლი - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები);

მცხეთა მთიანეთი - 1 ოლქი (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);

სამცხე ჯავახეთი - 2 ოლქი (ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);

გურია - 1 ოლქი (ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები);

სამეგრელო - 3 ოლქი (ერთი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; მეორე - ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; მესამე - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები);

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი - (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები)

იმერეთი - 4 ოლქი (ერთი - ქუთაისის მუნიციპალიტეტი; მეორე - საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; მესამე - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; მეოთხე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები);

აჭარა - 3 ოლქი (ერთი - ბათუმის მუნიციპალიტეტი; მეორე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; მესამე - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).

არსებული კანონმდებლობით სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ინტერესები სამმა დეპუტატმა უნდა დაიცვას პარლამენტში. 

ბორჯომის, ასპინძისა და ახალქალაქის ნაწილს ამ დრომდე გედევან ფოფხაძე წარმოადგენს,

ახალციხესა და ადიგენს - გიორგი კოპაძე, ხოლო

ნინოწმინდასა და ახალქალაქის დანარჩენ ნაწილს ენზელ მკოიანი.
Print