პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობს
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, ისინი პატივს სცემენ ევროპული საქართველოსა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას კენჭის ყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, ეს რისკების გადაზღვევაა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორცელდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ 8 მარტის შეთახმება ბოლომდე შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ "ევროპული საქართველოს" წევრები. ასეთი გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მათივე თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.

პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს ხვალ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრის.

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.
Print