პოლიტიკა
ერევანში, სარეკლამო ბანერები, საქართველოს დროშის ფერებში განათდა
სომხეთის დედაქალაქის, ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის, რუბენ სადოიანის, ინიციატივით დღეს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე, ქალაქ ერევნის ქუჩებში, სარეკლამო ბანერები განათებული იყო საქართველოს დროშის ფერებში. გილოცავთ, მოძმე საქართველო!“, - ნათქვამია მილოცვაში.
Print