პოლიტიკა
რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად - გიორგი გახარია
რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.

,,როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესაა ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ან მიწის 20%-ის შეზღუდვა, ეს ეხება ყველა სფეროს. პირველ რიგში ადამიანური რესურსებით თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20%-ით, ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად.

რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, სიცოცხლის ხელყოფით, ჯანმრთელობის უფლების თუ გადაადგილების უფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია,"
- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საქართველოს პარლამენტში დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიური ანგარიშით წარსდგა.
Print