პოლიტიკა
მაგარი კი არა, კურდღლები ხართ! - გიორგი გახარია ოპოზიციას
მაგარი კი არა, კურდღლები ხართ! – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს. „კურდღლები ხართ, რატომ იცი?! ამისთვის, რომ ემზადებოდით ბიჭო! კარგი, დავუბრუნდები აკადემიურ სტილს. ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და იქ რაღაც ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყვეთ და იქიდან რომ იმუქრებოდით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ტაში მოჰყვა.

"თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი", - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პლენარულ სესიაზე პრემიერ-მინისტრს.

მისი თქმით, პრემიერი ძველბიჭურად საუბრობს, ხოლო მათ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვს.

„ადამიანურ ენაზე ხომ შეიძლება, ამ ძველბიჭობის გარეშე, ხალხს აუხსნათ, რაც გევალებათ რატომ არ დგამთ იმ ნაბიჯებს, რაც ხალხს სჭირდება,,, კომპლექსი გაქვთ ბავშვობის? კურდღლები ხართო, თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი. ამ ძველბიჭობის ნაცვლად, ქვეყნის დაცვა სადაც საჭიროა, იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნდა იმის თქმას, ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებთ. ხომ ამბობთ არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოვუშვათ მტრები ქვეყანაში, რისი სრული უფლებაც გაქვთ ჩვენი კანონით. ამას რატომ ვერ იძახით?“ - აღნიშნა ბოკერიამ.
Print