პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია
117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - საკონსტიტუცი ცვლილებები მიღებულია. ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა - ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" და ,,ევროპულმა საქართველომ". როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, ცვლილებებს მხარს მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერედნენ.

საკონტიტუციო ცვლილებების მიღებად სულ 113 ხმა იყო საჭირო.

ცნობისთვის, 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 3.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით 120/30 და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

კანონპროექტი ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
Print