პოლიტიკა
დაბა აბასთუმანი და ბაკურიანი შესაძლოა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში აღარ იყოს
დაბა აბასთუმანი და ბაკურიანი შესაძლოა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში აღარ იყოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს 156 პრიმა მუხლი დაემატა, რომლის მიხედვით, საკრებულოს შეუძლია ამ ორ დასახლებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნოს.

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და ძალაშია 2030 წლის პირველ იანვრამდე.

მას პრეზიდენტმა ხელი 29 მაისს მოაწერა.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ აღნიშნული ცვლილება ხელისუფლებას კერძო ინტერესების გასატარებლად ჭირდება.

Print