Error
"ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა" – ახალციხეში მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა
  “გაუკუღმართებული ქათმების პარტია”,    “ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ” – ახალციხეში მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, რომლითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ  ანტიპიარ–კამპანია მიმდინარეობს. აღნიშნული ცნობილია “ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის. “ეს არის გაგრძელება იმ ღონისძიებებისა, რომელიც დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების კარების აჭედვით, და შემდეგ  – წითელი საღებავების შესხმით. დღეს, ქალაქში პლაკატებს აკრავენ. ხვალ რა იქნება, არ ვიცით” – აცხადებს “მეცხრე არხთან” პარტიის წევრი მალხაზ გიქოშვილი. შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს აქტივისტებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისში კარი აჭედეს. 22 ოქტომბერს, დილით მისულ თანამშრომლებს კი ოფისის კარი და შესასვლელი წითელი საღებავით შეღებილი დახვდათ.         

12188554_494023300759327_1967964703_n  “გაუკუღმართებული ქათმების პარტია”,    “ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ” – ახალციხეში მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, რომლითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ  ანტიპიარ–კამპანია მიმდინარეობს.

აღნიშნული ცნობილია “ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის.

“ეს არის გაგრძელება იმ ღონისძიებებისა, რომელიც დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების კარების აჭედვით, და შემდეგ  – წითელი საღებავების შესხმით. დღეს, ქალაქში პლაკატებს აკრავენ. ხვალ რა იქნება, არ ვიცით” – აცხადებს “მეცხრე არხთან” პარტიის წევრი მალხაზ გიქოშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს აქტივისტებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისში კარი აჭედეს. 22 ოქტომბერს, დილით მისულ თანამშრომლებს კი ოფისის კარი და შესასვლელი წითელი საღებავით შეღებილი დახვდათ.

12179889_494023310759326_316387928_n    12179175_494023334092657_1061080949_n12181923_494023327425991_1604610411_n12167741_494023307425993_2126344581_n    12188393_494023284092662_608158943_n

Print