პოლიტიკა
,,თუ ხალხი გადაწყვეტს, მერე ვიფიქრებ დეპუტატობაზე" - ენზელ მკოიანი
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად 20 ივლისს დაიწყება.

პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი "მეცხრე არხთან" აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამას ხალხი ისევ გადაწყვეტს. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ჯავახეთში სამველ პეტროსიანი კი ამბობს,  რომ პროვინციელ ხალხს, კანდიდატად შეთავაზებაზე ჯერ არავინ დალაპარაკებია.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ჯავახეთში არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ მოლაპარაკებები გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"სხვადასხვა ვერსიები განიხილება გაერთიანებულ ფორმატში. ამ დღეებში იქნება შეთანხმება და გაიგებთ ყველა. არ არის გამორიცხული ჩემი კანდიდატურაც, მზად ვარ ვებრძოლო რეჟიმს", - გვითხრა არსენ კარაპეტიანმა

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

პარლამენტის არჩევნები საქართველოში ოქტომბერში უნდა გაიმართოს.


Print