პოლიტიკა
პანდემიის გამო, ახალციხის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოთავისუფლდა
2020 წლის ახალციხის ბიუჯეტში მეოთხე ცვლილება შევიდა. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის, ასევე ა(ა)იპ-ების მუშაობის შეჩერების გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 000 ლარამდე დაიზოგა. თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა, როგორიცაა გზების მშენებლობა, გარე განათების მოწყობა, სკვერებისა და პარკების მშენებლობა, ასევე ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ სუბსიდირებისთვის (210 ათასი ლარი).

2020 წელს, ახალციხის მერიის თანამშრომლები პრემია-დანამატებს ვერ მიიღებენ. ამ მუხლში გათვალისწინებული 100 ათასი ლარი, თვითმმართველობამ სარეზერვო ფონდში გადაიტანა.

ინფრასტრუქტურის მუხლში გადანაწილდა 500 000 ლარი - გასული წლის ნაშთი.

ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს მერვე სხდომაზე. ამ ეტაპზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 24 მლნ. 348 940 ლარს შეადგენს.

Print