პოლიტიკა
ვაჟა ჩიტაშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა
ახალციხის ყოფილმა დეპუტატმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა. რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი და ხომ არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებას - ვაჟა ჩიტაშვილი ამაზე ჯერ არ საუბრობს.

„ჩამოვყალიბდები და მოგვიანებით მოგახსენებთ დამატებით დეტალებს. მიზეზებზე არ ვსაუბრობ, 1-2 დღეში გავაკეთებ განცხადებას“,
- გვითხრა სატელეფონო საუბრისას.

კითხვაზე - ხომ არ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ვაჟა ჩიტაშვილმა გვიპასუხა, რომ მაჟორიტარ კანდიდატად მისი კანდიდატურის წარდგენას გამორიცხავს.

"არავითარი უთანხმოება არ ყოფილა, მიზეზებზე
თავად გააკეთებს კომენტარს", - გვითხრა "ევროპული საქართველოს" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძემ.

ვაჟა ჩიტაშვილი თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ახალციხის მაჟორიტარი გახდა. მონაწილეობას იღებდა 2016 წლის არჩევნებშიც, სადაც პირველ ტურში მმართველი პარტიის კანიდატს ხმების რაოდენობით მოუგო, თუმცა მეორე ტურში დამარცხდა.

მას შემდეგ, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ნაწილად გაიყო, ვაჟა ჩიტაშვილმა პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა.

ის იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული პროკურორი და ახალციხის გამგებელი.

Print