პოლიტიკა
ფართის მეპატრონემ ოფისის დაცლა მოგვთხოვა - ევროპული საქართველო
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ოფისში პარტიიდან წასულმა წევრებმა, ტექნიკისა და ინვენტარის გადაბარება დაიწყეს. ამასთან, როგორც პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი ამბობს, შენობის მეპატრონემ ოფისის დაცლა მოსთხოვა, რაც პარტიისთვის მოულოდნელი არ იყო.

„აღმოჩნდა, რომ ოფისის მეპატრონემ წერილი მოგვწერა - გთხოვთ უახლოეს პერიოდში დაცალოთ ოფისი. ჩვენ ეგ გათვლილი გვქონდა, ოფისიც ნანახი გვაქვს. შეთანხმებულიც ვართ. სადღაც ორ-სამ დღეში ახალ ოფისში ვიხილავთ ყველას“ - ამბობს პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი.

Print