პოლიტიკა
„ევროპული საქართველოდან“ 99% ჩემთან ერთად წამოვა“ - გელა დემეტრაძე (ვიდეო)
ვუერთდები ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბს - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის დატოვების შემდეგ გააკეთა. გელა დემეტრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატების მხარდამჭერთა რიგებში გადავიდა. ამბობს, რომ მასთან ერთად პარტიას დატოვებს აქტივისტების 99%, ასეთი კი ახალციხის მუნიციპალიტეტში 300-მდე პირია.

საპირისპიროს ამბობს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი. მისი თქმით, პარტიის დაროვების სურვილი დღეს, 20 აგვისტოს 15-მდე პირმა გამოთქვა.

პარტიიდან წევრების ნაწილის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებისთვის, თუმცა ვაჟა ჩიტაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლას არ ელოდნენ. პოლიტსაბჭოს წევრების თქმით, ისინი თანახმა იყვნენ, სამცხე-ჯავახეთსა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები დაესახელებინათ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასთანხმდა.

Print