პოლიტიკა
ნინოწმინდაში სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება კიდევ ორმა პირმა დაწერა
ნინოწმინდის სპორტული სკოლის დირექტორი ანდრანიკ ღარსლიანი სამსახურს ტოვებს.

განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ატვირთა.

განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერა დირექტორის მოადგილემაც.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან თანამშრომლების მიერ სამსახურის დატოვების შესახებ ინფორმაცია პირველად 19 აგვისტოს გავრცელდა.

მუნიციპალიტეტის 25-მდე თანამშრომელს, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

თვითმმართველობის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და უთხრეს, რომ დაკავებული პოზიციები უნდა დაეტოვებინათ.

მიზეზი არ აუხსნიათ.

Print