პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს გაიხსნება
პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სწორედ 1-ელ სექტემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება, რომელიც დღესაა ჩანიშნული.

პლენარულ სხდომას, ისევე როგორც ბიუროს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს, რადგან იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.
Print