პოლიტიკა
ე.წ. სამხედრო დასახლებაში შენობების დემონტაჟს გერმანიის მთავრობა დააფინანსებს
ახალციხეში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის მოწყობას, თვითმმართველობა გერმანიის მთავრობის დახმარებით იწყებს. საერთო კონცეფციის შემუშავებისა და ავარიული შენობის დემონტაჟის სამუშაოებს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება დააფინანსებს. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, რვა სექტემბერს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ახალციხის მერმა და პროგრამის ხელმძღვანელმა მოაწერა. მემორანდუმის ფარგლებში, ტერიტორიაზე იგეგმება რეკრეაციული სივრცის მოწყობა.

ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის ნაწილი - 39 ჰა. მერიას საკუთრებაში 2019 წელს გადაეცა. მანამდე კი შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა. დონორების მოძიების შემთხვევაში, თვითმმართველობა ტერიტორიაზე სპორტული მოედნის, სკვერის, ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობას აპირებს. პირველი პროექტი, რომელიც აქ განხორციელდება, საბავშვო ბაღის მშენებლობაა, რომლის ტენდერიც უკვე გამოცხადდა. მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით 1992 წლიდან ეხმარება.

Print