პოლიტიკა
„პატრიოთა ალიანსმა“ ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. 2020 წლის ოქტომბერის არჩევნებში, ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში, "პატრიოტთა ალიანსიდან" არტაშეს აკოფიანი იბრძოლებს.

”პატრიოტთა ალიანსის პროგრამა ძალიან მომეწონა, ის გათვლილია ხალხის ინტერესებზე. მე ასევე მომწონს იდეა, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. მსურს ვიყო ხალხთან ახლოს და დავეხმარო მათ პრობლემების მოგვარებაში”, - აღნიშნა არტაშეს აკოფიანმა.

დეპუტატობის კანდიდატი ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში ცხოვრობს. მისივე თქმით, ის არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.

წარდგენის ღონისძიება თბილისში 8 სექტემბერს გაიმართა. „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

Print