პოლიტიკა
"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯავახეთში კანდიდატურა მოხსნა
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯავახეთის ოლქში სოცგარ პუთულიანმა კანდიდატურა მოხსნა. იგი 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

როგორც სოცგარ პუთულიანმა „მეცხრე არხთან“ განმარტა, პოლიტიკისგან შორს ყოფნაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა. მიზეზად კი ხალხის მიერ მის ზურგს უკან არასწორი საუბარი და გავცელებული ჭორები დაასახელა.

„დიახ, კანდიდატურა მქონდა წარდგენილი. ჩემი აზრით, პოლიტიკა ბინძური არ უნდა იყოს. ძალიან ბევრი ჭორი გამიგია ჩემი მისამართით, ამიტომ კანდიდატურა მოვხსენი. ზეწოლა არ ყოფილა" - ამბობს სოცგარ პუთულიანი.

„ლელოს“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სოცგარ პუთულიანმა კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოიხსნა. ჯუმბერ ინასარიძე ამბობს, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

პოლიტიკურმა მოძრაობამ "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  სოცგარ პუთულიანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში 4 სექტემბერს წარადგინა.


Print
თეგები: ლელო /