პოლიტიკა
სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის თოვუზის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული ქმედების შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი მამედოვ ელშენ ალი ოღლუ გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. 

მომხდარის შემდეგ, 21 სექტემბერს, აზერბაიჯანმა რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მობილიზაცია გამოაცხადა.

მანამდე ორი დღით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერევანში ომისთვის ემზადებიან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა. 

"მსურს, მოძმე აზერბაიჯანელ ხალხსა და ოჯახს უმცროსი სერჟანტის, ელშენ მამედოვის გარდაცვალების გამო მივუსამძიმრო. სომხეთს მოვუწოდებ, გონს მოეგოს და აგრესია შეწყვიტოს,"-
წერს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.


Print