პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელებს
„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.

პოლიტიკური პარტიის ინფორმაციით, კანდიდატების წარდგენა 21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარტიას მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატი ოფიციალურად მხოლოდ თბილისის სამ ოლქში ჰყავს დასახელებული და ესენი არიან: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე. 

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები ვაჟა ჩიტაშვილი და მელიქ რაისიანი არიან, რომელთაც დღეს ოფიციალურად დაასახელებენ. 




Print