პოლიტიკა
ახალციხეში სააგიტაციო მასალები დააზიანეს
დღეს, 24 სექტემბერს, ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე შალვა ნათელაშვილის სააგიტაციო მასალები დააზიანეს, ჩამოხეულია ორმოცდაათამდე პლაკატი. დაზიანებულია სხვა პარტიების სააგიტაციო მასალებიც. ხელუხლებელი მხოლოდ “ქართული ოცნების” პლაკატებია. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ისინი ბავშვებმა ჩამოხიეს.

ეს სააგიტაციო მასალების დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის დეპუტატი აცხადებს, რომ ქალაქში მისი პლაკატებიც არაერთხელ ჩამოხიეს.

,,სადაც „ქართული ოცნების“ პლაკატები იყო ისინი ჩამოხიეს. მის ადგილას „ნაციონალების“ პლაკატები გააკრეს და პირიქით'' – ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს „ევროპული საქართველოს“ სააგიტაციო მასალებზე „ქართული ოცნების“ პლაკატები გადააკრეს. 
Print