პოლიტიკა
ახალციხის თვითმმართველობას მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება მიეცა
ახალციხის მერიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნება. თუ თვითმმართველობა აქამდე ელექტრონულ საქმისწარმოებას ფინანსთა სამინისტროს პროგრამით ახორციელებდა, ახლა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სისტემას გამოიყენებს. ამ სისტემაში კი მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების პერსონალური ინფორმაციაა განთავსებული.

თავის მხრივ, მერია იღებს პასუხისმგებლობას, რომ კონფიდენციალურ ინფორმაციას საჭიროების გარეშე არ გამოიყენებს.
შესაბამისი ცვლილება მერიის დებულებაში შევიდა, საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს.

ცვლილების განმარტებით ბარათში აღნიშნულია ის პერსონალური ინფორმაცია, რომელზეც თვითმმართველობას წვდომა ექნება.
  • სახელი;
  • გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • დაბადების თარიღი;
  • სქესი;
  • მოქალაქეობა;
  • ინფორმაცია პირად მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
  • ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
  • ფოტოსურათი.

Print