პოლიტიკა
რა განაპირობებს რუსულ განწყობებს ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხიდან, ქართულ ენას თავისუფლად ფლობს მხოლოდ 16 676. სახელმწიფო ენას სრულყოფილად ვერ ფლობს 57 132 ეთნიკური სომეხი. ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული და 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ასახავს.

არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმაციის ძირითადი წყარო, რუსული და სომხური ტელეარხებია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უმეტესობა სოციალური ქსელებიდან უპირატესობას "ოდნოკლასნიკებს" ანიჭებს (61,5%). ფოკუს ჯგუფების მონაწილეებიდან ფეისბუკს 25,6%, გაზეთებს, ტელევიზიასა და რადიოს 12,9% იყენებს. ეს შედეგები "მედიის განვითარების ფონდის" კვლევაშია მოცემული.

"საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება" - ასე ჰქვია კვლევას, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან 15 ნოემბრამდე უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში მოხდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მაცხოვრებლების ინფორმაციის ძირითადი წყაროების გამოვლენა. ესენი კი რუსულენოვანი არხები არიან. მკვლევარებმა შეისწავლეს ის მედია გზავნილები, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

მხოლოდ რუსულენოვანი არხებისგან რომ იღებენ ინფორმაციას, ამის შესახებ ჯავახეთში მცხოვრები სომხური თემიც საუბრობს. მეცხრე არხთან ქართული არხის ყურების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს ნინოწმინდის სოფელ თორიის და ახალქალაქის სოფელ ბავრის მოსახლეობამ, სადაც ქართული არხები არ უჩვენებს.

რომელ არხებს უყურებს სოფლად მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა?



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GჩშD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Print