პოლიტიკა
ანტონ ობოლაშვილი ახალციხის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხის ოლქში ანტონ ობოლაშვილი, ახალციხეში თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას დაპირდა.
ანტონ ობოლაშვილის თქმით ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა. ეს არის დასაქმება და მოძველებული ინფრასტრუქტურა. "ქართული ოცნების" კანდიდატი ამბობს, რომ რომ გამარჯვების შემთხვევაში, ოთხი წლის განმავლობაში ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

Print