პოლიტიკა
ახალციხის მერიის მიერ შენობის დემონტაჟის საკითხს დეპუტატების ნაწილი ეწინააღმდეგება
დღეს, 12 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-12 სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.

საკრებულომ 2020 და 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების ნაწილი მოიწონა.

ერთ-ერთი საკითხი ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის N124-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, სადაც შენობა-ნაგებობების ნაწილის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

ტერიტორიაზე უფუნქციოდ დარჩენილი, საფრთხის შემცველ დამხმარე ნაგებობას დემონტაჟი ესაჭიროება. საკითხი საკრებულოს დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, დემონტაჟი სახიფათოა და არც ექსპერტის მიერ არის შესწავლილი. რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა და ახალციხის მინიციპალიტეტის ხელშეკრულება მოიშველია.

გარდა ამისა, თამარ გოგოლაძე „მეცხრე არხთან“ ამბობს, რომ მან როგორც დეპუტატმა თავშესაფარი მოითხოვა. მისთვის ცნობილი იყო, რომ მერიას ობიექტი აშენებული ჰქონდა, თუმცა თავშესაფარზე დეპუტატს კატეგორიული უარი განუცხადეს.

Print