პოლიტიკა
თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდებიან
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდებიან. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები ქალაქიდან უკვე გავიდნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლის დავით ახალკაცის თქმით, რეგიონიდან პროტესტის გამოსახატად 300-მდე ადამიანი მიდის. მისივე თქმით, აქციაში მონაწილეობას ყველა ის პარტია იღებს, რომელთაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმები დაკარგეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დარჩენა არ მოუწევთ და უკან დაბრუნებას დღესვე შეძლებენ.

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
Print