პოლიტიკა
პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო
"ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს"- ამ სლოგანით პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. მანამდე კი, ოპოზიციის ლიდერები მხრადამჭერებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ. ოპოზიციის აქციას 300–მდე ადამიანი შეუერთდა სამცხე–ჯავახეთიდანაც.

საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პირველი სკოლიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარომადგენლებმა საპროტესტო აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ მიმართეს. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

რადიო თავისუფლების ფოტო
Print