პოლიტიკა
მაიკ პოპმპეოს დასახვედრად ოპოზიციამ აქცია გამართა
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლას და უნდობლობას უცხადებენ ცესკოს, აშშ-ის დეპარტამენტის უფროსის, მაიკ პომპეოს დასახვედრად თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე აქცია გამართეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამით, ერთი მხრივ, პატივისცემას გამოხატავენ მაიკ პომპეოს მიმართ, მეორე მხრივ კი ჩატარებული არჩევნების ხარისხზე აცნობებენ.

მოქალაქეებს, რომლებიც ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე, რამდენიმე ასეულ მეტრზე ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შექმნილი ხელში ცესკსო ოქმების ანალოგი სტიკერები ეჭირათ, წარწერით - "გაყალბებულია" და ამერიკისა და საქართველოს დროშები. 

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. პომპეო არ გეგმავს ოპოზიციასთან შეხვედრას.

მაიკ პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა, "ცოცხალი ჯაჭვის" შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მსვლელობას გამართეს. მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდება. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

radiotavisupleba.ge
Print