პოლიტიკა
„ოცნება“ მეორე ტურისთვის, ოპოზიცია კი აქციისთვის ემზადება
"ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. გაერთიანებული ოპოზიცია კი პროცესს ბოიკოტს უცხადებს და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მიუხედავად ამისა 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს ბიულეტენში ოპოზიციური კანდიდატების ნომრები მაინც დახვდება.

მეორე ტურში ყველა ოლქში ერთ-ერთი კანდიდატი "ქართული ოცნებიდანაც" იქნება. ოპოზიციიდან კი კანდიდატები ასე ნაწილდებიან: 12 ოლქში კანდიდატები "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშიადან" არის, 2-ში - "ევროპული საქართველოდან", 1-ში - "გირჩი", 1-ში - "ლეიბორისტული პარტია", 1-ში - "მოქალაქეები".

21 ნოემბერს ოპოზიციის გეგმებში ისევ პროტესტია. მორიგი აქცია სწორედ შაბათს გაიმართება.
Print