პოლიტიკა
"ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი ძალიან ცუდია"– გია ანდღულაძე
საქართველოს პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები არიან წარმოდგენილი. ერთპარტიული პარლამენტის სხდომას ახალციხის არასათავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ–მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი პარლამეტი ქვეყნის დემოკრატიულ ისტორიაში პირველია, ამიტომ წინასწარ თქმა, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში – რთულია. 

„ძნელია წინაწარ რაიმე პრონოზის გაკეთება, ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ ერთი პარტიით არის დაკომპლექტებული პარლამენტი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია რა მოხდება მომავლში. წინასწარ ვერ შეაფასებ მოვლენებს, რადგან საქართველოში ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, ვერ ვიტყვი რა მოხდება და რას უნდა ველოდოთ, გაურკვევლობაა ჯერ“- ამბობს გია ანდღულაძე

დემოკრატ მესხთა–კავშირის ხელმძღვანელი ქუჩის აქციებსა და პოლიტიკურ გამოსვლებს არ ელოდება. ფიქრობს, რომ პანდემიის გამო, მოსახლოებას ახლა სოციალური პრობლემები უფრო აწუხებს, ვიდრე პოლიტიკა.

“ქუჩაში გასვლას არ ველი მოსახლეობის მხრიდან, თუმცა მგონია რომ სოციალური პროტესტი დაიწყება"
– აცხადებს გია ანდღულაძე.

შეგახსნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა დღეს, 11 დეკემბერს გაიხსნა. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მე–10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
Print