პოლიტიკა
ცესკოს განკარგულებით, დაფინანსებას 12 პარტია მიიღებს
"ცესკოს" თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება გამოსცა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დაფინანსება 14 პარტიას უნდა მიეღო, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ "გირჩს" და "მოქალაქეებს" ცესკო-სთვის განცხადებით არ მიუმართავს, საბიუჯეტო თანხას მხოლოდ 12 პარტია მიიღებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრება დანართის შესაბამისად. 

Print