პოლიტიკა
"ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს სირცხვილია" – ჯუმბერ ინასარიძე
ერთპარტიული პარლამენტი მხოლოდ მაგათი კი არა საქართველოს სირცხვილია – ასე გამოეხმაურა "ლელო–საქართველოსთვის" ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯუმბერ ინასარიძე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. მისი აზრით, ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება.

„ბანანის რესპუბლიკას ვემსგავსებით,აფრიკის რომელიღაც სახელმწიფოს, როცა თავის დროზე ვიყავით რეგიონში "დემოკრატიის შუქურა. დღესდღეობით დემოკრატიის ნატამალი აღარ დარჩა.ერთპარტიული პარლამენტია საქართველოში, ამტომ დემოკრატიაზე ვეღარ ვისაუბრებთ, სანამ ეს ყველაფერი არ შეიცვლება“- ამბობს "ლელო–საქართველოსათვის" ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ჯუმბერ ინასარიძე ფიქრობს, რომ ასეთი პარლამენტი დიდიხანს ვერ გაძლებს და მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არალეგალურია.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა დღეს, 11 დეკემბრს გაინართა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ.
Print