პოლიტიკა
ახალციხეში 11 მილიონიანი პროექტი განხორციელდება - გუბერნატორის ანგარიში
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარის გუბერნატორმა 2020 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, 2021 წელს ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, ქალაქ ახალციხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაა. 11 მილიონიანი პროექტი წელიწადნახევარში დასრულდება. მის ფარგლებში საქლორატოროსა და შიდა ქსელის მოწყობა იგეგმება, ასევე გაიზრდება წყლის დებეტი, რაც მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

მომავალ წელს იწყება დაბა ასპინძის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის 7მილიონიანი პროექტიც. ასევე ახალციხეში სპორტსკოლის და საცურაო აუზის მშენებლობა.

შეხვედრას სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

Print